შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ ახალი სამგორის, მარტყოფის, ნორიოს, საკაძის ახალსოფლისა და ვაზიანის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.
მხარის გუბერნატორი ადგილობრივებს მიმდინარე პროექტებისა და რეგიონის განვითარების 2019-21 წლების გეგმის შესახებ ესაუბრა. შოთა რეხვიაშვილმა მოსახლებისგან პირადად მოისმინა ის საჭიროებები, რომელიც აღნიშნულ სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრება.
სამუშაო შეხვედრებზე ძირითადად ყურადღება გამახვილდა სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების მოწყობის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტენების მოწესრიგების, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.

Visited 178 times, 1 visit(s) today