ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, საწარმო „აზოტში“ იმყოფებოდა. რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაწესებულების საამქროები და მატერიულ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, გაეცნენ საწარმოო პროცესს და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრნენ.
“რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა, მხარის გუბერნატორს წარმოებული პროდუქციის რეალიზებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
Visited 179 times, 1 visit(s) today