შოთა რეხვიაშვილი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილესთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადის, „ჯენიუსის“ გამარჯვებულს, უმასპინძლა. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ, შოთა ბერიძეს, ამერიკაში მიღწეული შედეგი პირადად მიულოცეს, წარმატებული გამოგონებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ და საჩუქრები გადაცეს. აღსანიშნავია, რომ შოთა ბერიძის მიერ შექმნილმა რობოტმა ნიუ-იორკში, გამართულ ოლიმპიადაზე სადაც 80 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა პირველი ადგილი მოიპოვა. პატარა გამომგონებელი კომაროვის სკოლა-პანსიონის VII კლასის მოსწავლეა, კომაროვში ჩარიცხვამდე ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში სწავლობდა. ამერიკის შემდეგ, შოთა ბერიძე, 2020 წელს საერთაშორისო კონკურსზე გერმანიაშიც მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიადაზე გამგზავრების ხარჯებს კი მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს.

Visited 112 times, 1 visit(s) today