შოთა რეხვიაშვილი, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა, რუსთავის ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საზოგადოების ამიერკავკასიის რეგიონული სასაწყობე მეურნეობისა და მოხალისეთა გადამზადების ცენტრის მშენებლობის საკითხი განიხილეს.
მშენებლობისათვის ტერიტორიას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს. დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

Visited 139 times, 1 visit(s) today