შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მცხოვრებლებს დამდეგი აღდგომა მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო წმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, გმირების ოჯახის წევრებს. შოთა რეხვიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა თიმურაზ ჭიტაძის, რამაზ მეგრელიშვილის, მამუკა შუბითიძისა და ელდარ მანთაშაშვილის ოჯახებს. სააღდგომო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან ერთად, ასევე იმყოფებოდა ბედიანის ბავშვთა ცენტრში. ახალგაზრდებმა, შოთა რეხვიაშვილს სამომავლო გეგმები და საჭიროებები გააცნეს, ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სპეციალურად სტუმრებისთვის, რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შესაბამისი აქტივობები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

Visited 96 times, 1 visit(s) today