შოთა რეხვიაშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამარჯვებულებს უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამარჯვებულებს უმასპინძლა. ქვემო ქართლიდან “სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი – 2019” მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის, სომხური სექტორის, პედაგოგი დიანა აროსიანი, ხოლო, “სამოქალაქო განათლების კლუბის საუკეთესო მეურვე” რუსთავის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა მოსახლიშვილი გახდა.
შოთა რეხვიაშვილმა პედაგოგებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.

Visited 62 times, 1 visit(s) today