შოთა რეხვიაშვილმა, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, დეტალურად განიხილეს რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები და დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები.
სხდომის მიმდინარეობისას, საბჭოს წევრებმა, ქვემო ქართლში, 2018 წელს, შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებაც იმსჯელეს.
დღესვე სამუშაო შეხვედრაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და რეგიონის მასშტაბით, რისკების შემცირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. დაისახა კონკრეტული გეგმები საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით.

Visited 58 times, 1 visit(s) today