შოთა რეხვიაშვილმა, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ დიდ დმანისში, ვარდისუბანში, ჯავახში, განთიადსა და ქალაქ დმანისში მცხოვრებ ოჯახებში იმყოფებოდნენ, ადგილზე პირადად გაეცნენ მათ საჭიროებებს და დახმარებას დაპირდნენ. აღსანიშნავია, რომ საახალწლო ნობათი სულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 50-მა ოჯახმა მიიღო.

Visited 86 times, 1 visit(s) today