შოთა რეხვიაშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი წარადგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა მესტვირიშვილი წარუდგინეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიალოგის რეჟიმში განიხილეს სფეროში არსებული საჭიროებები. სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრისას სააგენტოს დირექტორმა, სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების ერთობლივ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის მასშტაბით განხორციელდება. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა დევნილთა ღირსეული განსახლებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის. პროცესი წელსაც აქტიურად გრძელდება. აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევას კი სამინისტროს რეგიონული სამსახური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Visited 83 times, 1 visit(s) today