შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს სწავლობენ. ინსპექტირების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გაეცნო.
მობილური ჯგუფები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებსა და შრომის უსაფრთხოებას შეაფასებენ, შემდეგ კი დასკვნას მოამზადებენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. პროცესი თბილისიდან დაიწყება და მთელ ქვეყანას მოიცავს.
საქართველოს რკინიგზაში შრომის ინსპექტორები კომპანიის ინიციატივით შევიდნენ. ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 200-ზე მეტი კომპანია შემოწმდა, მათ შორის ინსპექტირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით 30-მდე კომპანიამ მიმართა.

Visited 147 times, 1 visit(s) today