შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ახალი ვარიანტი სექტემბერში იქნება მიღებული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ამ კანონის შინაარსი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონის ახალი ვარიანტი სექტემბერში იქნება მიღებული.

„ჩვენ რამდენიმე კანონპროექტი უკვე მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ჰარმონიზაციის პროცესში არის უკვე დაწყებული მსჯელობა ახალ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და ეს უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შინაარსი შეიცვალოს ამ კანონის. ამაზე მუშაობა არის დაწყებული და სექტემბერში აუცილებლად იქნება მიღებული ამ კანონის ახალი ვარიანტი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 139 times, 1 visit(s) today