შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით ბევრი რამ გაკეთდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„შრომითი უფლებების დაცვა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონფერენციის – „შრომითი უსაფრთხოება – ცვლილებების დღის წესრიგი“ მისასალმებელი სიტყვით გახსნის შემდეგ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში შრომითი უფლებების დასაცავად, ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„განსაკუთრებული პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება და ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. შესაბამისი ინიციატივები არის უკვე შეტანილი საქართველოს პარლამენტში და შესაბამისი კანონპროექტები იქნება მიღებული საკანონმდებლო ორგანოს მიერ უახლოეს მომავალში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 177 times, 1 visit(s) today