შსს: ვან დეიკის ტილოს არალეგალურად გაყიდვის ბრალდებით დაკავებული პირები ქართველები არ არიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქეთში დაკავებული პირები, რომლებიც ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ტილოს არალეგალურად გაყიდვას ცდილობდნენ, ქართველები არ არიან.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეთნიკურად თურქი, თურქეთის ორი მოქალაქეა დაკავებულია. გამოძიების ამ ეტაპზე, როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.

დღეს თურქული მედიით გავრცელდა ინფორმაცია ორი ბიზნესმენის დაკავების შესახებ, რომლებიც 14-მილიონ აშშ დოლარად შეფასებულ ვან დეიკის ტილოს უკანონოდ გაყიდვას ცდილობდნენ.

ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ტილო ევროპიდან საქართველოში მოხვდა, საიდანაც ხელოვნების ნიმუში თურქეთში კონტრაბანდულად გადაიტანეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებული პირები ცდილობდნენ, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ტილო სტამბოლში გაესაღებინათ.

Visited 239 times, 1 visit(s) today