შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
როგორც prof-news-ს შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Visited 198 times, 1 visit(s) today