შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ბ.ფ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 48,2811 გრამი კოდეინი, 1 კგ. და 112 გრამი მორფინის მარილი და 3,5006 გრამი თებაინი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Visited 171 times, 1 visit(s) today