შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოტია ჩ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 23 აბი „მეტადონი”, ბუპრენორფინის შემცველი 8 აბი და 0,92 გრ ოპიუმი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ოტია ჩ-ს მარიხუანის, მეტადონის, მეტამფეტამინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით).

Visited 122 times, 1 visit(s) today