შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით მოქალაქე დააკავა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, 1955 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.კ.-მ მოქალაქეს „აკმ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, ხოლო მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას – აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).

Visited 156 times, 1 visit(s) today