შსს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 380 895 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);
ბ) ტრანზიტი – 182 356 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,6%);
გ) სხვა – 200 478 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,7%).
2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 33%, 32%, 29%, 21%, 18%, და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (35%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (93%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (30%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 26%-იანი ზრდა.

Visited 82 times, 1 visit(s) today