შსს-ს აშშ-მ ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მინდია ლორთქიფანიძე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულ მრჩეველს, სანდრო ვოლსკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუყობს ამ მიმართულებით არსებული პოტენციური საფრთხეების პრევენციას, აღმოჩენასა და ლოკალიზებას.

Visited 206 times, 1 visit(s) today