შსს-ს მაშველებმა ბათუმში, 4-ბალიანი შტორმის დროს, 21 წლის მამაკაცი გადაარჩინეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს მაშველებმა ბათუმში, 4-ბალიანი შტორმის დროს, 21 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.
განსაცდელში მყოფი შსს-ს წყალზე მაშველებმა პატრულირების დროს შენიშნეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ახალგაზრდა ნაპირზე გამოიყვანეს.
გადარჩენილის თქმით, ის ზღვაში გაგრილების მიზნით შევიდა, მაგრამ აღელვებულ ზღვაში ცურვამ დაღალა და ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მას დროული დახმარება აღმოუჩინეს.

Visited 167 times, 1 visit(s) today