შსს-ს მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მამაკაცი გადაარჩინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვარში გადავარდნილი მოქალაქე წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა იმის შესახებ, რომ 1991 წელს დაბადებული თორნიკე ტ. თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა და საჭიროებდა შველას. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის და მდინარე მტკვრის წყალზე სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები. ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს და უვნებლად გადაიყვანეს მისთვის უსაფრთხო ადგილას.

Visited 200 times, 1 visit(s) today