შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგში, მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება ესაჭიროებოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამთო მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. 4 500 მეტრ სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი, რთული რელიეფის მიუხედავად, საკაცით ვერტმფრენამდე უსაფრთხოდ მიიყვანეს. სამაშველო ჯგუფთან ერთად, ექიმიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია. შსს-ს სამთო მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, უცხოელი ტურისტი ყაზბეგის საავადმყოფოში უვნებლად გადაიყვანეს.

Visited 175 times, 1 visit(s) today