შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს პოლონელმა კოლეგებმა სემინარები ჩაუტარეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალციხის, ახალქალაქის და მარნეულის განყოფილებების მეხანძრე-მაშველებისთვის პოლონელმა მეხანძრე-მაშველებმა შეხვედრა-სემინარები გამართეს. შეხვედრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოს მოქალაქეები ევროპაში-ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“ ფარგლებში განხორციელდა.
სწავლების მიზანი იყო ხანძრისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისას პოლონეთის სახანძრო სამსახურის გამოცდილების გაზიარება.
პოლონელმა ექსპერტ–მაშველებმა კოლეგებს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ განვითარდა პოლონეთში სამაშველო სამსახურები ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ.

Visited 190 times, 1 visit(s) today