შსს-ს ქბრბ ჯგუფი ავზში დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის – „მი-8“ – ს ავარიული დაშვების ადგილზე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება და საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს. ვერტმფრენის ავარიული დაშვების ადგილზე ქბრბ ჯგუფის მიერ განხორციელებული სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაათვალიერა და არსებული მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო. შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ავზში არსებული წყალი კი ქბრბ ჯგუფის მიერ სრულად გაიწმინდება. პირველადი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ხელოვნურ ავზში დაახლოებით 1,3 ტონამდე საავიაციო საწვავი ჩაიღვარა. ქბრბ ჯგუფმა წყლის გაჟონვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა.

Visited 181 times, 1 visit(s) today