შს მინისტრმა ნატოში საქართველოს მეკავშირე ოფიცერი დააჯილდოვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელში სამუშო ვიზიტით მყოფი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნატოში საქართველოს მისიას ეწვია. შს მინისტრმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერი, კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოვა. პაპუნა დავითაია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან იგი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერია. პაპუნა დავითაია დიდ ბრიტანეთში, ნორთვუდში მსახურობს. ნატო-ში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი ხელს უწყობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატო-სა და საქართველოს შსს-ს შორის ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებას

Visited 320 times, 1 visit(s) today