შს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი – პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა.
შს მინისტრმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.
ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

Visited 123 times, 1 visit(s) today