,,შუამთობა 2018“- დასკვნითი ღონისძიება ჩირუხში გაიმართება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შუახევის მუნიციპალიტეტი გეპატიჟებათ ,,შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები 2 აგვისტოდან გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა მთაში. დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 11 აგვისტოს მთა ჩირუხში.
ვიზუალური მასალა:- კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებები, ადგილობრივი ფოლკლორი, მოწვეული მომღერლები, სპორტული შეჯიბრებები. მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფია, სამზარეულო, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები.
ძირითადი გზავნილი: – ტრადიციების შენარჩუნება!
აგვისტოს პირველი შაბათი – კვირიდან მთიელები, და არა მხოლოდ ისინი, სახალხო დღესასწაულს “შუამთობას“ აღნიშნავენ.ზეიმი ჩვეულებრივ მთის სამუშაოთა სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია მრავალი წელია გრძელდება და უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.
მაღლა მდებარე ალპულ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა- პატრონობასთან ერთად, წლის სარჩო- საბადებელს, მეცხოველეობის პროდუქტებს ამზადებენ. დღსასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, ბარის და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან.
მოწვეული სტუმრები: ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, ბიზნეს სექტორის წარმომადგელები, რაიონის ყოფილი ხელმძღვანელები, შუახევის საპატიო მოქალაქეები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გეპატიჟებათ სახალხო დღსასწაულზე “შუამთობა 2018-ზე”

Visited 491 times, 1 visit(s) today