შუასურების საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

31 ოქტომბერს, დილის 5:00 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანი-შუასურების საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა ვერ შეძლო გზის გაგრძელება. დროულად მოხდა ტექნიკის მობილიზება და დაიწყო ჩახერგილი გზის გაწმენდის სამუშაოები. დილის 8:00 საათისთვის გზა გაიხსნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა შეძლო ბაზირების ადგილზე დაბრუნება. ამ დროისათვის სოფლის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

Visited 486 times, 1 visit(s) today