,,შუახევობა-2016″ აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს „შუახევობას“ დაესწრო. ღონისძიებას ასევე აჭარის მთავრობის სხვა წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. შუახევი სახალხო დღესასწაულს „შუახევობა” წელს ოცდამეშვიდედ მასპინძლობს. დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება. ასევე მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა. შუახევობის დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ფოლკლორული, ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ კი საპატიო შუახეველები დაასახელეს. ,,შუახევობა“, როგორც სახალხო დღესასწაული, სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. იგი პირველ ათწლეულში სიმღერის დღესასწაულად იყო ცნობილი, მომდევნო წლებში საზოგადოებამ ,,შუახევობა” სახალხო ზეიმად აქცია.

Visited 192 times, 1 visit(s) today