შუახევში მე -7 ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი” გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შუახევში, თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მე-7 ფოლკლორული ფესტივალი “ჯვარიმინდორი”. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ,,საზოგადიოება ჭვანელი“-ს ინიციატივითა 2012 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჩვენი კუთხის კულტურის, ჭვანის ხეობისათვის დამახასიათებელი ფოლკლორის და სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია, ტურისტული მარშრუტების მარკირება.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, შუახევი მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე,აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე, მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
ფესტივალის ფარგლებში მოწყო ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივ მეწარმეთა მიერ წარმოებული ღვინის, თაფლის, ჭაჭის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის გამოიფინა ძველი და ახალი შუახევის, ყოფა- ცხოვრების, ტრადიციების ამსახველი ფოტო – მასალა.
პარალელურად გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელშიც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად ჩოხატაურის ფოლკლორული ანსამბლიც მონაწილეობდა.
დღესვე, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სოფელ ტბეთში ადგილობრივებს და სოფლიდან წასულ ტბეთელებს სახალხო დღესასწაული “ტბეთობა“, ლიტერატურ ფესტივალზე-კართან“ მონაწილეებთან ერთად მიულოცა.

Visited 253 times, 1 visit(s) today