შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტების რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვაკის პარკის და ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ლიფტებს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა ძრავები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მართვის პულტი და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. შპს “თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისის თვიდან ახორციელებს.

Visited 252 times, 1 visit(s) today