შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასააღდგომოდ საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნათია თხილაიშვილმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს სააღდგომო ნობათები პირადად გადასცეს და დამდეგი დღესასწაული მიულოცეს. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყურადღება გამოვიჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ. დღეს ჩვენი მეგობარი ბიზნესმენების მხარდაჭერით ვეცადეთ შეგვექმნა მათთვის სადღესასწაულო განწყობა და მცირედი დახმარება გაგვეწია. გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა“ – აღნიშნა მერმა. საქველმოქმედო აქცია მუნიციპალიტეტში მოღვაწე ბიზნესმენებისა და კომპანია „სინოჰიდროს“ მხარდაჭერით ჩატარდა.

Visited 405 times, 1 visit(s) today