ჩააბარებდა იმ ტესტს ქალბატონი თამარ სანიკიძე?! – მეპარება ეჭვი…

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„რისი ბრალია, რომ მასწავლებელთა 85%-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა?”, – prof-news-ის შეკითხვას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პასუხობს:

„განათლების ეს რეფორმა, რომელიც თავის დროზე შემოიღეს, გარკვეული თვალსაზრისით ცუდი სულაც არ იყო და მას მთელი რიგი პლიუსები ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა მინუსიც. მე არ ვამართლებ პედაგოგის გაუნათლებლობას, იგი უნდა აჰყვეს განვითარების სტადიებს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობაა აუცილებელი.

გაძვალტყავებული პედაგოგი, მშიერი, მწყურვალი, რომელსაც არ აქვს საშუალება წავიდეს თრენინგზე, აიმაღლოს კვალიფიკაცია, მე მგონია, რომ განვითარების საშუალება ძალიან მცირე პროცესს მივეცით და ეს დანარჩენი 85% არ აღმოჩნდა პრივილეგირებულ პოზიციაში.

ბევრი რამეა ამ რეფორმაში შესაცვლელი, ის, რაც კარგია, აუცილებლად უნდა დარჩეს, თუმცა უნდა შეიცვალოს გაკვეული საკითხები.

კიდევ ერთი, ხომ იცით, მე არაფრის თქმა არ მერიდება, ვინც ამოწმებდა ამ ყველაფერს, განათლების მინისტრიდან დაწყებული, მე არ ვიცი, ჩააბარებდა კი იმ ტესტს ქალბატონი თამარ სანიკიძე, დიდად მეპარება ეჭვი. ამიტომ არ მგონია, იმ 85%-ზე მეტი განათლებისა და განვითარების დონე ჰქონდეს ქალბატონ სანიკიძეს.

ამიტომ სახელმწიფო მეტ ყურადღებას უნდა იჩენდეს მასწავლებლებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც რეგიონებში არიან, სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასი და არა აქ მინისტრებს უნდა ჰქონდეთ ამხელა ხელფასი”, – აცხადებს ჩარკვიანი.

Visited 422 times, 1 visit(s) today