ჩაისუბანში საბავშვო ბაღი შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 377 773 ლრი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს „ინტერ პლიუსი“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება. საბავშვო ბაღის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება.

Visited 161 times, 1 visit(s) today