უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა შუახევის მუნიციპალიტეტში. გვიან ღამით და დღეს დილის საათებში სოფელში ჩანჩხალოში, სოფლის გზაზე, როლითაც მოსახლეობა რაიონულ ცენტრს უკავშირდება მიწის მასა და ქვის ლოდები ჩამოწვა. მოსახლეობას ალტერნატიული გზის არსებობის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია. ადგილზე არსებულ ვითარებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო, შეხვდა მოსახლეობას. დამეწყრილ ტერიტორიას დღესვე გეოლოგები შეისწავლიან. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ადგილობრივი გამგეობა და შესაბამისი სამსახურები ერთად გაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს.
Visited 170 times, 1 visit(s) today