ჩემთვის დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე უწყებას, რომელსაც კარგად ვიცნობ და სადაც მაღალი რანგის პროფესიონალები მუშაობენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეს ის უწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ეს არის სამინისტრო, სადაც მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემდამი გამოცხადებული მაღალი ნდობა გავამართლო“ – ეს განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნათია თურნავა საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში წარუდგინა.

ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა მისდამი გამოცხადებული ნდობისთვის. „მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ქობულიას ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამის ბრძანებას პრემიერმა ხელი 18 აპრილს მოაწერა.

Visited 49 times, 1 visit(s) today