ჩემი მთავარი ამოცანაა, 2017 წლის ბოლოსთვის მოვახერხოთ გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება საქართველოს მასშტაბით

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის მოვახერხოთ გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მთელი საქართველოს მასშტაბით, – განაცხადა კახი კალაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. მისი თქმით, მას შემდეგ რაც “ქართული ოცნება” ხელისფლებაშია 200 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდა.

“არ მიყვარს 9 წელზე და წარსულზე საუბარი, უბრალოდ მინდა სტატისტიკის სახით ვუთხრა აქ დამსწრე საზოგადოებას, ჩვენ სამი წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ დაახლოებით 200 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოვახდინეთ. 9 წლის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნა დაახლოებით 200 ათასი აბონენტი. შედარება ძალიან მარტივია, მინდა გითხრათ, ყველა რეგიონში ჩავდივარ, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ყველაზე მთავარი პრობლემა არის გაზიფიცირება. პირველი, რასაც ითხოვს მოსახლეობა, ეს არის გაზიფიცირების დასრულება. რაიონები, სოფლებია, სადაც გარკვეული ქუჩები გაზიფიცირებულია, ქუჩის მეორე მხარეს დარჩენილია ადამიანები, რომლებსაც გაზი არ აქვთ. ეს იწვევს უკმაყოფილებას და ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის მოვახერხოთ გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქ საუბარი არ არის მაღალმთიან რაიონებზე და სოფლებზე, რადგან იქ გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და არამიზანშეწონილია”, – განაცხადა კალაძემ.

Visited 136 times, 1 visit(s) today