ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა

„როდესაც არსებობს მზაობა, შესაძლებლობაც სწორედ მაშინ ჩნდება. ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა. ამ შემთხვევაში ის მზად იქნება ყველა შემხვედრი შესაძლებლობის მისაღებად“ – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ქ. ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

Visited 130 times, 1 visit(s) today