ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. აღსანიშნავია, რომ კანცლერის ბოლო ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 10 წლის წინ და ვფიქრობ, რომ დღეს, დროის თვალსაზრისით, გერმანიის კანცლერის ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია გერმანიის მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

Visited 141 times, 1 visit(s) today