ჩვენი ინიციატივაა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა ევროპაში სამოგზაუროდ ვიზები მიიღონ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ცალსახად პოზიტიური ფაქტია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო 5 წელი მიდიოდა ამ შედეგის მისაღწევად და ქვეყანამ შეასრულა ევროკავშირის ყველა დავალება.

”იმედი მაქვს, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება გახდება საფუძველი, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს მოგზაურობა გაუადვილდებათ. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემა გართულებულია. იშვიათი გამონაკლისების გარდა. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ეს არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური მიდგომა. ჩვენ ყველა დონეზე დავაყენებთ საკითხს, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს. ეს საკითხი უკვე დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებშიც. ჩვენი ინიციტივაა, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა ევროპაში სამოგზაუროდ ვიზები მიიღონ”, – განაცხადა კარასინმა.

Visited 136 times, 1 visit(s) today