ჩვენი პროგნოზით, წელს, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი იქნება.

„როდესაც 4 თვის წინ დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა 45%-ის ფარგლებში. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 51 times, 1 visit(s) today