ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მთავარი მონაპოვარია საკუთრების უფლებს დაცვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მთავარი მონაპოვარია საკუთრების უფლებს დაცვა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს არის ყველა რეფორმის ფუნდამენტი. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ ბევრი რეფორმა განახორციელა, მაგრამ არ დაიცვა საკუთრების უფლება. ყველა რეფორმის ჯამური ფასი არის ნული, როდესაც საკუთრების უფლება არ არის დაცული. რაც შეეხება სხვა რეფორმებს, უამრავი რეფორმაა გატარებული, მაგალითად მოვიყვან მოგების გადასახადის რეფორმას. მე მგონია, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

Visited 175 times, 1 visit(s) today