ჩვენს რეგიონში 9 საბავშვო ბაღს ვაშენებთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 30 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ძველი შენობა სადაც, საბავშვო ბაღი იყო განთავსებული ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ გახსნეს.

„გარდა პირველი ხორგის საბავშვო ბაღისა ჩვენს რეგიონში 9 საბავშვო ბაღს ვაშენებთ მიმდინარე წელს. განათლება და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებით რეგიონში უკვე ავაშენეთ 45 ახალი საბავშვო ბაღი და ეს პროცესი გრძელდება. ხორგის ახალი ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა. დღეიდან საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება”-განაცხადა დავით ბუკიამ.

Visited 26 times, 1 visit(s) today