ჩვენ არ გვეჩქარება პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სამართლებრივი ვადა 8 სექტემბერია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენ არ გვეჩქარება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. სამართლებრივი ვადა არის 8 სექტემბერი. გვაქვს კიდევ დაახლოებით თითქმის ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ. არ გვეჩქარება არსად. ჩვენ გადავხედავთ არსებულ სპექტრს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატით არ წარსდგება და აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობაში მიღებული იქნა კონსესუსის საფუძველზე.

„იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა წარიმართებოდა. იყვნენ ადამიანები უმრავლესობაში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდატი, თუმცა, მთლიანობაში, საბოლოოდ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარსდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში ანუ ეს იყო, საბოლოოდ, კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Visited 143 times, 1 visit(s) today