ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში მსვლელობა მოეწყო.
მსვლელობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ.
აქცია მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის მქონეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას.
მუნიციალიტეტის თანამშრომლებმა დაუნის სინდრომის მქონე ბენეფიციარები ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
მსვლელობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან დაიწყო და ოზურგეთის ღვთისმშობლის სახელობის საკათერო ტაძართან დასრულდა.
სიტყვა “დაუნის სინდრომი” ექიმ ჯონ ლანდომ დაუნის სახელს უკავშირდება, რომელმაც ამ სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები პირველად აღწერა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წლის 10 ნოემბერს, 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გამოაცხადა

Visited 242 times, 1 visit(s) today