ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ.
ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას ეს ძალიან დიდი დღესასწაული.
ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ დღეს სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობთ, ვექტორი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად მიყვება, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა და ყველაზე სანუკვარი, რაც ჰქონდა, თავის სამშობლოს შესწირა. ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი.

Visited 140 times, 1 visit(s) today