ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობა მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს. როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში განმარტავენ, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატი ადგილებზე მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს. ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან ერთად. შემუშავებულია პროგრამა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ადამიანების სურვილები გავითვალისწინოთ. როგორც ჩანს, თავიდან ეს განხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტების დონეზე. ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია არა მარტო შევსებისა და ხარჯის, არამედ შედგენის თვალსაზრისით”, – განაცხადა ხადურმა.

Visited 156 times, 1 visit(s) today