ჩვენ ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ ოპოზიციის მხრიდან, იყო მხოლოდ სპექტაკლი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„პანდემიიდან გამომდინარე, მოსახლეობის მდგომარეობა მძიმეა ყველა ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ, საქმეზე, პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, კონსოლიდირებულები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისთვის და არა ის, რომ ვკინკლაობდეთ და ვსპეკულირებდეთ; რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო სპექტაკლი, მოსახლეობის გრძნობებით თამაში, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს. მოსახლეობას ნამდვილად უჭირს და ეს ყველაზე მეტად ხელისუფლებას აქვს გაცნობიერებული, ამიტომ, კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე როდესაც ვსაუბრობთ, რეალობიდან და შესაძლებლობიდან, არსებული რესურსიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. ჩვენ ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ ოპოზიციის მხრიდან, იყო მხოლოდ სპექტაკლი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Visited 34 times, 1 visit(s) today