ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„შედგა შეხვედრები ახალი ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზე და მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე, სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Visited 110 times, 1 visit(s) today