ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში სიტუაცია მალე დასტაბილურდება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად დასრულდება პროცესები. საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. ვითარება სრულად კონტროლდება. ამ წუთის მდგომარეობით, გართულებები მოსალოდნელი არ არის რუსეთის მხრიდან. მთავარია, აღდგეს სტაბილურობა თურქეთში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Visited 151 times, 1 visit(s) today